გიორგი ფოცხიშვილი გახდა ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი

18 ნოემბერს, ბალეტ „რაიმონდას” შემდეგ, რომელშიც გიორგი ფოცხიშვილმა მთავარი პარტია იცეკვა, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის დირექტორმა ტედ ბრანდსენმა იგი დააწინაურა ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარ სოლისტად.
„გიორგი არის ფენომენალრური ნიჭით დაჯილდოებული მოცეკვავე, როგორსაც იშვიათად შეხვდები. მას აქვს ქარიზმატული სასცენო ხასიათი, განსაკუთრებული ნახტომები, ტექნიკა და თანდაყოლილ პარტნიორობის უნარი. [გიორგი არის] გამორჩეული მოცეკვავე, რომელსაც ასეთ პატარა ასაკში უკვე შეუძლია შთააგონოს უამრავი მაყურებელი”, – განაცხადა ტედ ბრანდსენმა.
2023 წლის სექტემბერში გიორგი ფოცხიშვილი გახდა ალექსანდრა რადიუსის ჯილდოს მფლობელი. ალექსანდრა რადიუსი წლების მანძილზე იყო ნიდერლანდების ნაციონალური თეატრის მთავარი და გამორჩეული სოლისტი. მის სახელს ატარებს ჯილდო, რომელიც გადაეცემათ გამორჩეულ და იმედის მომცემ ახალგაზრდა მოცეკვავეებს.
გიორგი ფოცხიშვილი თბილისში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა და 2020 წელს შეუერთდა ნიდერლანდების ნაციონალურ თეატრის ახალგაზრდულ დასს. 2023 წლის აპრილში ქართველი ბალეტის მოცეკვავე დააწინაურეს სოლისტის პოზიციაზე, 18 ნოემბერს კი – მთავარ სოლისტად.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“