უკრაინული ძალების ოპერაციის დაწყების შემდეგ ვლადიმირ პუტინი პირველად ეწვია კურსკის ოლქს.
„უახლოეს მომავალში ამოცანაა – საბოლოოდ გავანადგუროთ მტერი, რომელიც გამაგრდა კურსკის ოლქში, და სრულად გავათავისუფლოთ რეგიონი“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიის 86%-ზე მეტი გათავისუფლებულია.