გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმეტესობა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა

გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმეტესობა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ (Demokraatit) მოიპოვა, მას 29.9%-იანი მხარდაჭერა აქვს. 2021 წლის შემდეგ პარტიის მხარდაჭერა 9.1%-ით არის გაზრდილი, პარტია გრენლანდიის დანიისგან ნელი ტემპით გამოყოფას ემხრობა. მეორე ადგილი, 24.5%-ით დაიკავა ოპოზიციურმა პარტია „ნალერაქმა“, რომელიც გრენლანდიის სწრაფ დამოუკიდებლობას ემხრობა.
„ხალხს სურს ცვლილებები. ჩვენ გვსურს მეტი ბიზნესი, ფინანსები და კეთილდღეობა. ჩვენ არ გვინდა დამოუკიდებლობა ხვალვე, ჩვენ გვინდა კარგი საფუძველი“, – განაცხადა პარტია „დემოკრატიის“ ლიდერმა იენს-ფრედერიკ ნიელსენმა.
ხმათა 36% მიიღო მმართველი პარტიის „Inuit Ataqatigiit“-სა და პარტია „Siumut“-ის კოალიციამ.
„ჩვენ ვცემთ პატივს ს შედეგებს“, – დაწერა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ განიხილავს კოალიციის შექმნის თაობაზე ნებისმიერ წინადადებას.
საპარლამენტო არჩევნები გრენლანდიაში 11 მარტს ჩატარდა.
არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობდა.
პირველი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველო არ არის პროგნოზირებადი, სანამ ჩვენ გვაქვს ასეთი დაპირისპირება, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სანამ ქვეყანა ასეა გახლეჩილი, როცა ერთის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება მეორე მხარეთა პოზიციისგან“ – რომან კაკულია