დიმიტრი პესკოვი – რუსეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ წითელი ზღვის სამუშაო ჯგუფს არ შეუერთდება

რუსეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ წითელი ზღვის სამუშაო ჯგუფს არ შეუერთდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ოპერაციაში არ ვმონაწილეობთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
აშშ-მა ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვაში ახალი მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფი შექმნა.
საზღვაო ალიანსში სულ ათი სახელმწიფო ერთიანდება: ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი