კიევი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ

კიევი დათანხმდა -ის წინადადებას 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, თუ ც დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
30-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა შეთანხმებით, წერია განცხადებაში.
ცნობის თანახმად, საპასუხოდ, ვაშინგტონი კიევს დაჰპირდა, რომ დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების აკრძალვას და აღადგენს უკრაინის სამხედრო დახმარებას.
შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ ხსნის სადაზვერვო მონაცემების გაზიარების პაუზას და აღადგენს უკრაინის „უსაფრთხოების დახმარებას“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია დაადასტურა, წერს Reuters-ი.
მხარეებმა განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.
გარდა ამისა, დელეგაციები შეთანხმდნენ, განსაზღვრონ მოლაპარაკებებზე თავიანთი ჯგუფების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები ში მყარი მშვიდობის მისაღწევად. შეერთებულმა შტატებმა ვალდებულება იკისრა, ეს კონკრეტული წინადადებები რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილოს. კიევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესში უნდა ჩაერთონ ევროპელი მოკავშირეები.
ორი ქვეყნის პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ, „რაც შეიძლება სწრაფად“ მიაღწიონ გარიგებას წიაღისეულის შესახებ და შექმნან „გარანტია უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის“.
ჯიდაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი. უკრაინის დელეგაციას წარმოადგენდნენ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ანდრი სიბიჰა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე პავლო პალისა.
მანამდე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა მოუწევს რუსეთთან ომის დასრულებისთვის საჭირო ამა თუ იმ შეთანხმების ფარგლებში. მისი თქმით, რუსეთსაც მოუწევს „რთული გადაწყვეტილებების“ მიღება ომის დასრულებისთვის ან თუნდაც მისი „შეჩერებისთვის“ „ამა თუ იმ ფორმით“.
ფორუმი