გიორგი ფოცხიშვილს ჰოლანდიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი სოლისტის სტატუსი მიენიჭა

ჰოლანდიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტს გიორგი ფოცხიშვილს 22 წლის ასაკში მთავარი სოლისტის სტატუსი(პრიმა მოცეკვავე) მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ქორეოგრაფი გელა ფოცხიშვილი ავრცელებს.
„მსოფლიო საცეკვაო ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, 22 წლის ასაკში გახდე მთავარი სოლისტი! გილოცავ გიო!🎉 შეიძლება ერთი შეხედვით ეს ყველაფერი მალე მოხდა შენს შემოქმედებით ცხოვრებაში, მაგრამ მე ვიცი ეს რამხელა შრომის ფასად მოიპოვე შენ! 😉✊️ გილოცავ! გილოცავ! გილოცავ!“, – წერს გელა ფოცხიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი