საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინის დემილიტარიზაცია მიუღებელია

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნიუმ განაცხადა, რომ უკრაინის არმია უკრაინის „უსაფრთხოების მთავარ გარანტად“ რჩება და პარიზი „უკრაინის არმიის ნებისმიერი დემილიტარიზაციის“ წინააღმდეგი იქნება.
ლეკორნიუმ ეს განცხადება გააკეთა პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე. სამშაბათს ამავე ფორუმზე სიტყვით გამოვა საფრანგეთის პრეზიდენტი . ფორუმის კულუარებში, როგორც ადრე გამოცხადდა, უნდა შედგეს ევროპის ქვეყნების შტაბების უფროსთა შეხვედრა. ამ შეხვედრაზე, რომელსაც მაკრონიც დაესწრება, განიხილავენ ში პოტენციურ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოში შემავალი ქვეყნების ნებისმიერი სახით ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე.
ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი დღიდანვე ითხოვდა უკრაინის „დემილიტარიზაციას“, რაც სთვისაც მიუღებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ვიღაცას პოლიტიკური პროცესი იარლიყების მიკერება ჰგონია! – ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, დაკავებული გემის, Madleen-ის მგზავრებს, რომელთა შორის გრეტა თუნბერგი და ევროპარლამენტარი რიმა ჰასანიც არიან, 7 ოქტომბრის თავდასხმების ამსხველ ვიდეოჩანაწერს აჩვენებენ