გია ვოლსკი – სცენარი შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი – ეს არის იდეა, სწორედ ამიტომ აღარ ახსენებენ სააკაშვილს, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურის როლი უნდა შეესრულებინა

სცენარი შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი – ეს არის იდეა, სწორედ ამიტომ აღარ ახსენებენ სააკაშვილს, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურის როლი უნდა შეესრულებინა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას სურს, რომ სგან ლიდერი შექმნან.
„სალომე ზურაბიშვილის მიმართ ის აგრესიულ თავდასხმები თითქმის ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, რომელიც დღეს მის გარშემო ერთიანდება და ის ბილწსიტყვაობა, რაც მის მიმართ იქნა გამოყენებული, რასაკვირველია, არსად არ დაკარგულა. უბრალოდ, სცენარი შეიცვალა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი – ეს არის იდეა. სწორედ ამიტომ აღარ ახსენებენ სააკაშვილს, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურას როლი უნდა შეესრულებინა. ეს როლი ვერ შეასრულა. ახლა სალომე ზურაბიშვილზე გადმოერთნენ, რომელმაც თავის ამომრჩევლებს ზურგი აქცია, შეურაცხყოფა მიაყენა და იმ ადამიანების გვერდით დადგა, ვინც საქართველოში ეს უბედურება განაპირობა – ტერიტორიების მთლიანობის დარღვევიდან დაწყებული, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებით დამთავრებული. ეს არის სალომე ზურაბიშვილი, რომლისგანაც უნდათ, რომ ლიდერი შექმნან, ვინაიდან ყველა სხვა დანარჩენი დისკრედიტირებულია. იქ ვიღაცები გამოჩნდება, ვინც გააკრიტიკებენ და იტყვიან, რომ ეგ ლიდერი არ არის, ჩვენ ვართ, , და თეონა აქუბარდიაა ლიდერი, მაგრამ ფაქტია, რომ სცენარი სწორედ ასე უნდა განვითარდეს. მე სერიოზულ შეცდომებს ვხედავ ამაში. ოპოზიციის შიგნით [შეცდომები] ერთია, მაგრამ ჩვენ მიმართ დამოკიდებულებაში არათუ შეცდომები, არამედ დანაშაულებია ჩადენილი. არ შეიძლება ქვეყანას ასე მოეპყრო იმ შემთხვევაში, თუ გინდა, რომ ერთი ხელისუფლება მეორეთი ჩაანაცვლო“, – განაცხადა ვოლსკიმ.