სინამდვილეში აქტივისტებისთვის ნარკოტიკების ჩადება აინტერესებთ — მეზვრიშვილი „ოცნების“ ნარკოპოლიტიკაზე

ნარკოპოლიტიკის გასამკაცრებლად დაგეგმილ ცვლილებებს, რაც „ოცნების“ სპიკერმა მ დააანონსა, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის „არალეგიტიმური ხელისუფლების მორიგი თაღლითობა“, რაც აქტივისტების დევნისა და მათთვის ნარკოტიკების ჩადების ინსტრუმენტი იქნება.
მეზვრიშვილის თქმით, „ოცნების“ მიზანი ნარკოპოლიტიკაში არსებული რეალური პრობლემების მოგვარება არ არის, არც ნარკოტიკების გამსაღებელთა დასჯა, არც მომხმარებლებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა, არც მოძველებული და არაეფექტური მეთოდების განახლება.
„სინამდვილეში სხვა რამე აღელვებთ – აქციებზე მყოფი აქტივისტების დევნა – მათი გადაყვანა თითქოსდა ნარკოტიკების მოხმარებაზე შესამოწმებლად, მათთვის ჩადება (როგორც გიორგი ახობაძეს ჩაუდეს), ამ გზით მათი შევიწროება და შემდეგ აქციის გაშავება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მდინარაძეს ქვეცნობიერმა ამოსძახა – „როგორც ადრე იყოო“. რა სიმბოლურია, რომ რაც ადრე იყო იმას სწორედ მდინარაძის პირით აბრუნებს „ოცნება“.
ახლაც სთვის ემზადებიან. მიზანი თაღლითობით ხმების მოზიდვაა. ბარიგები კი ისევ ითარეშებენ., ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ფეხებზე კიდიათ“, — წერს ნათია მეზვრიშვილი.
მეზვრიშვილი აღწერს მისი შეფასებით „ოცნების“ დამოკიდებულებას ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელებასთან და მოხმარებასთან არსებულ რეალურ პრობლემებთან და ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, ამ პრობლემებიდან ოცნება თავადაც ხეირობს.
„ოცნებას“ სულ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს.
არ დაგვავიწყდეს ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც ნარკოტესტზე შემოწმების სავალდებულოობა გააუქმა იმიტომ, რომ „ოცნების“ რიგები სავსეა ნარკოტიკების მომხმარებლებით. გაუქმების მიზეზად რა დაასახელეს, ამასაც შეგახსენებთ: დეპუტატს შეურაცხყოფს შემოწმებაო.
ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც საარჩევნო მიზნებისთვის ჯერ ამნისტია შეახო ნარკოდანაშაულს და შემდეგ ყაველაშვილის შეწყალება. ანუ, როცა ხმებს ყიდულობდნენ, ამ დროს ნარკოდანაშაულის გავრცელება და ახალგაზრდებში მოხმარების ზრდა არავის აინტერესებდა. თუ „ოცნებისთვის“ ხმა მოაქვს, ახალგაზრდების სიკვდილი რა მოსატანია.
ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის, ე.წ. მეტადონის პროგრამაში კორუფციას აგუგუნებს და ნარკოდამოკიდებული ადამიანების ხარჯზე ფულს აკეთებს, ნაცვლად იმისა ამ ხალხის რეაბილიტაციაზე იზრუნოს. იმდენად ამორალურები და კორუმპირებულები არიან, აქაც ფულს აკეთებენ.
ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომლის პოლიცია „ბარიგების” გამოვლენის ნაცვლად ახალგაზრდა აქტივისტებს დასდევს. სანამ 5-6 პოლიციელი ერთ მოქალაქეს განსხვავებული აზრის გამო დასაჯარიმებლად დასდევს, მინიმუმ ერთი ბარიგა დათარეშობს ქვეყანაში. არც ბარიგებთან გარიგებაზე და ამ გზით გამდიდრებაზე ამბობენ უარს. ანუ, ივანიშვილი ახალგაზრდების მკვლელების ხარჯზეც მდიდრდება.
ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომლის პირობებში კლუბებში ახალგაზრდები იხოცებიან და არათუ რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ნარკოტიკების გავრცელების პრევენციისთვის, ერთი პასუხისმგებლობიანი განცხადებაც არ გაუკეთებიათ.
ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც დააბრუნა „ჩადება“, რომელიც მოვსპეთ“, — წერს მეზვრიშვილი.