საფრანგეთის რესპუბლიკის სენატორის – კლოდ მალურეს გამოსვლა პარლამენტის ზედა პალატის პლენარულ სხდომაზე:
ვაშინგტონი ნერონის სამეფო კარს დაემსგავსა – ფიცხი იმპერატორით, დამონებული კარისკაცებით და კეტამინით გაბრუებული კლოუნით, რომელსაც საჯარო სამსახურის წმენდა მიანდეს.
ეს თავისუფალი სამყაროს, უპირველეს ყოვლისა კი, შეერთებული შტატების ტრაგედიაა.


ეს არ არის უბრალოდ ლიბერალიზმისგან გადახრა, ეს დემოკრატიის განადგურების, გაცამტვერების დასაწყისია.


ზუსტად იმ წამს, როდესაც ტრამპი თეთრ სახლში ზურგზე ხელს ურტყამდა მაკრონს, შეერთებული შტატები რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად ხმას აძლევდა ევროპელების წინააღმდეგ გაეროს კენჭისყრაზე.

პუტინის მიზანია ბოლო მოუღოს მსოფლიო წესრიგს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დააფუძნეს 80 წლის წინ და რომლის უპირველესი პრინციპია: ტერიტორიების ძალადობრივად მიერთების დაუშვებლობა.


ჩვენ უნდა ავაშენოთ წარსულში უგულებელყოფილი ევროპული თავდაცვა, რომელიც 1945 წლიდან მოყოლებული ამერიკული ქოლგის პირობებში მივივიწყეთ. ეს ჰერაკლეს დარი ამოცანაა, მაგრამ მისი დაძლევით თუ დაუძლევლობით იმსჯელებენ დღევანდელი დემოკრატიული ევროპის ლიდერებზე ისტორიის სახელმძღვანელოები…

ჩვენმა წინაპრებმა დიდ ფასად დაამარცხეს ფაშიზმი და ბოლშევიზმი. ჩვენი თაობის გამოწვევაა 21-ე საუკუნის ტოტალიტარიზმის დამარცხება.“
