საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი – საფრანგეთი უკრაინის არმიის დემილიტარიზაციაზე უარს იტყვის

საფრანგეთი უკრაინის არმიის დემილიტარიზაციაზე უარს იტყვის, – ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინის არმია ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გარანტიად რჩება და ჩვენ უკრაინის არმიის ნებისმიერი სახის დემილიტარიზაციაზე უარს ვიტყვით“, – განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.
ცნობისთვის, დღეს პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმის ფარგლებში 30-ზე მეტი ევროპული და ნატო-ს წევრი ქვეყნის სამხედრო მეთაურების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც ისინი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისტორიის გაყალბება დაუშვებელია – 1616 წელი ტრაგედიაა და არა “ჩამოსვლა”! – როგორც ფერეიდნელი ქართველი, რომლის წინაპრებიც 1616 წელს შაჰ აბას I-ის მიერ იძულებით გადაასახლეს ირანში, მინდა საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია