გიორგი ჩიკვაიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ძმამ დიმიტრი ჩიკვაიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ჩხრეკა საგურამოში მდებარე სახლში ტარდება.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში პირადი ჩხრეკა უტარდება გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, ბრალდებულ ირაკლი პაპიაშვილს. ამასთან, მისი ინფორმაციით, ქსნის ქუჩაზე მის საცხოვრებელ სახლში ატარებენ ჩხრეკას.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ირაკლი პაპიაშვილს, მისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა. მოსამართლის განმარტებით, პაპიაშვილის მიმართ სასამართლომ დასაბუთებული არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ უნდა შესცვლოდა მას გირაო პატიმრობით. რაც შეეხება ჩიკვაიძეს, მოსამართლე იზა კელენჯერიძის თქმით, საფუძველი არსებობს გამოძიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში, რომ შესაძლოა, მან მართლმსაჯულებას თავი აარიდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა