-ის საიდუმლო სამსახურის უფროსად დაინიშნა დონალდ ტრამპის მცველი, რომელიც თავდასხმის დროს მას გადაეფარა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ახალ უფროსად დაინიშნა აგენტი შონ კარანი, რომელიც დონალდ ტრამპს გადაეფარა პენსილვანიაში წინასაარჩევნო მიტინგზე მომხდარი თავდასხმის მცდელობის დროს. Fox News-ის ცნობით, 10 მარტს, საღამოს კარანმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ფიცი დადო.
როდესაც კარანს ფიცს ადებინებდა, -ის საშინაო უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ “მან საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა პრეზიდენტ ტრამპის სიცოცხლე გადაერჩინა”. ეს ქმედება, ნოემის თქმით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტის ერთგულებაზე მეტყველებს.
დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობა წინასაარჩევნო შეხვედრის დროს 13 ივლისს, პენსილვანიაში მოხდა.
ადამიანი, რომელიც ტრამპის მოკვლას ცდილობდა, წარმოშობით პენსილვანიელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი აღმოჩნდა. სროლის შედეგად კრუქსმა აქციის ერთი მონაწილე მოკლა და ორი დაჭრა. თავად კრუქსი ადგილზე მოკლეს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა.
დონალდ ტრამპს ტყვია მარჯვენა ყურში მოხვდა. როცა ის სცენიდან გაჰყავდათ და მანქანაში ჩაჯდომაში ეხმარებოდნენ, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ხალხისკენ შებრუნდა, ჰაერში მუშტი მოიღერა და იძახდა “იბრძოლეთ, იბრძოლეთ, იბრძოლეთ! ”

სროლა მოხდა რესპუბლიკური პარტიის ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე, ყრილობისა, რომელზეც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს.

შონ კარანი საიდუმლო სამსახურში 2001 წლიდან მუშაობს. ის პასუხისმგებელი იყო ტრამპის დაცვაზე მისი პირველი ვადის განმავლობაში და შემდეგაც. კარანს დაქვემდებარებაში 85 ადამიანი ჰყავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა