სასამართლოში, ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილის ჩხრეკა მიმდინარეობს – პარალელურად ჩხრეკა ტარდება მის საცხოვრებელ სახლშიც

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში, დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ბრალდებული ბიზნესმენის, ირაკლი პაპიაშვილის გადაუდებელი ჩხრეკა მიმდინარეობს. ამასთან, პაპიაშვილის ინფორმაციით, პარალელურად ჩხრეკა ტარდება ქსნის ქუჩაზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლშიც.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, ბრალდებულის ადვოკატს, გიორგი ყაველაშვილს განუცხადა, ჩხრეკა შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ტარდება.
თავის მხრივ, ადვოკატის ინფორმაციით, დადგენილებაში წერია, რომ მასთან, შესაძლოა, საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის ნივთები, ელექტრონული ინფორმაციები და მოწყობილობები ინახებოდეს, ამიტომ მისი გადაუდებელი ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა