ირაკლი კუპრაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ორი ლექტორი, ირა ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

ჩემი ორი ლექტორი ირა ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან , – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ორივე უზომოდ კომპეტენტური და კეთილსინდისიერი, როგორც პედაგოგი და როგორც მოქალაქე.
გამხნევება და ლოყების ხოკვა, არცერთს სჭირდება, ორივე იპოვის თავის გზას. უნივერსიტეტში ,,კაპიკებზე” სწავლება მხოლოდ ღირსების საკითხია და არა შემოსავალი ასეთი პროფესიონალებისთვის.
ფაქტია, უბრალოდ, მძიმე და დანაშაულებრივი.
უნივერსიტეტი მერამდენედ მოკლეს!?“, – წერს კუპრაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ