ამერიკის საჰაერო ძალებმა მარალაგოს მახლობლად აკრძალულ ზონაში მყოფი თვითმფრინავი გააძევეს

ამერიკის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა კვირას, 9 მარტს, პრეზიდენტ ს ფლორიდაში მდებარე რეზიდენციის თავზე სამოქალაქო თვითმფრინავი შენიშნეს და მას ტერიტორია დაატოვებინეს. პალმ ბიჩზე, მარალაგოში მდებარე რეზიდენციის თავზე, რომელიც ამერიკის ახლანდელ პრეზიდენტს ეკუთვნის, საჰაერო სივრცე დროებით არასაფრენ ზონადაა გამოცხადებული. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტად აირჩიეს, ამ დროებითი შეზღუდული საჰაერო სივრცის დარღვევის 20 ფაქტი დაფიქსირდა.
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირას ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გოლფის მორიგი რაუნდი დასრულა. სამოქალაქო თვითმფრინავის შემჩნევისთანავე, მოერიშე F-16-ის ტიპის თვითმფრინავებმა პილოტის ყურადღების მისაქცევად ცეცხლი გახსნეს. მსგავსი შემთხვევა მოხდა შაბათ დილასაც, მაშინ, როდესაც ტრამპი გოლფის მოედანზე მივიდა.
ოფიციალური პირების თქმით, დროებით დახურულ საჰაერო სივრცეში სამოქალაქო თვითმფრინავების შესვლამ სამხრეთ ფლორიდის ძლიერ გადატვირთულ საჰაერო სივრცეში მოიერიშე თვითმფრინავების ჩარევა გამოიწვია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ამას არ შეუცვლია პრეზიდენტის განრიგი და გავლენა არ ჰქონია მის უსაფრთხოებაზე.
მაშინ, როდესაც პრეზიდენტი მარალაგოს რეზიდენციაში იმყოფება, მის ზევით და ირგვლივ 30 მილის რადიუსში არსებულ საჰაერო ზონაზე არასფრენი ზონა ცხადდება.
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობა ამბობს, რომ მომხდარი სამოქალაქო ავიაციის პილოტების ბრალია და ისინი ვალდებულნი არიან, რომ აფრენამდე შეამოწმონ ჩაკეტილია თუ არა კონკრეტული საჰაერო სივრცე იმ დროისთვის.
”დროებითი ფრენის შეზღუდვების პროცედურების დაცვა აუცილებელია ფრენის უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოებისა და პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – თქვა გენერალმა გრეგორი გილიომ, ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურმა განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – უპრეცედენტო და უნიკალურია ის ამბავი, რომ ამ რაოდენობის პროტესტანტი ციხეში გაცნობიერებულად შედის, გახარიას პარტია კი გახდა რეჟიმს ნაწილი – გახარია ცდილობს, ეპატიოს ის წყენა, რაც ივანიშვილს და მის შორის არსებობდა

ლევან მაჭავარიანი – გახარიას შეეფერება ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, თავის ღალატსაც ღალატობს“, უცხოეთიდან გვმოძღვრავს, თითქოს, სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს – „ლელოს“ რომ გაუერთიანდით, ლიდერებს არ შერცხვათ?