“ასეთი რამ კომუნისტების დროსაც არ მახსოვს!” – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
პროტესტში მონაწილე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილს, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, სტატუსი შეუწყდა!
ასეთი რამ კომუნისტების დროსაც არ მახსოვს! ყოველ შემთხვევისთვის 80-იანი წლების ბოლოს, როცა სტუდენტები ვიყავით და ძალიან ბევრი ჩვენგანი მონაწილობდა საპროტესტო აქციებში. ძალიან ბევრი ლექტორი ჩვენს გვერდით იდგა, აქციებზე მილიციასთან ჩხუბშიც და თავში არავის მოსვლია კომუნისტების გინების, აქციებზე მრავალჯერადი დაკავების, ან თუნდაც მაშინდელი კანონდმებლობის დარღვევის გამო (რა თქმა უნდა, ვარღვევდით მაშინდელ კანონებს) რომელიმე სტუდენტი სასწავლებლიდან გაერიცხათ! წარმოუდგენელი იყო ეს! მაინც, ასეთი რამ ვინმეს რომ გაებედა რა მოხდებოდა? ჯერ ეს ერთი, მთელი სტუდენტობა ფეხზე დადგებოდა. იმ სასწავლებელში მინიმუმ ლექციებზე არავინ შევიდოდა, სასწავლებლის კარებებიც ბოდიში, მაგრამ დიდი ალბათობით აიჭედებოდა, (კი კი ასე მოხდებოდა) თავად პროფესორ – მასწავლებლებში სერიოზული პროტესტი იქნებოდა და მთელი ამ პროცესის სათავეში სწორედ არა ბავშვები, არამედ ეროვნული მოძრაობის, მაშინდელი პოლიტიკური ლიდერები იქნებოდნენ. მე არ ვიცი რა საზოგადოებრივი რისხვა ელოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე ხელს მოაწერდნენ!

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა