ქართული ოცნება შემდგარი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ნებისმიერ არჩევნებზე დამოუკიდებლად პოზიციონირებას შეძლებს – და ბოლო წლების განმავლობაში, ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. მე ჩვენს პარტიაში ადამიანი არ მეგულება, ვისთვისაც ის უზარმაზარი პატივისცემის ადრესატი არ იყოს – ასე არის საქართველოს უმრავლესობისთვისაც.
ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიისთვის დახმარების გაწევას ეხებოდა.