“შსს-ს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო” – დეკანოიძე 500 ლარით დააჯარიმეს

“შსს-ს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო” – დეკანოიძე 500 ლარით დააჯარიმეს
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ოლიგარქის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ის 500 ლარით დააჯარიმა:
„შსს-ს ორი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროს ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. სატელევიზიო ჩანაწერები წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ გიორგი ვაშაძე გამოდიოდა სიტყვით, ასევე შსს-ს წარმომადგენლები ჩემს ადვოკატს ეუბნებოდნენ, რომ არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური განცხადებები, სადაც საპატრულო პოლიციას აქტიურობისკენ მოვუწოდებდი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. [IPN]

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს