რუბიომ USAID-ის პროგრამების 83%-ის დახურვის შესახებ გამოაცხადა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების 83%-ის დახურვის შესახებ გამოაცხადა. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ექვსკვირიანი შემოწმების შემდეგ იქნა მიღებული.
„იმ 5200 კონტრაქტის ფარგლებში, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა ისეთი გზებით, რომლებიც არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანს აყენებდა) აშშ-ის ძირითად ეროვნულ ინტერესებს“, – დაწერა მან.
კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს, უფრო ეფექტიანად მართოს დარჩენილი პროგრამები – დაახლოებით 1000 პროგრამა, განაცხადა რუბიომ.
თებერვლის ბოლოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ შეაჩერებს USAID-ის მეშვეობით უცხოური სახელმწიფოების დახმარების 90%-ზე მეტს. საერთო ჯამში აშშ-ის ხელისუფლებამ შეწყვიტა დაახლოებით 5800 გრანტის მოქმედება, ხოლო USAID-ის 500-ზე მეტი გრანტი შეჩერებულია.
მარტის დასაწყისში, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო მთავრობის მოთხოვნა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის გაყინვის შესახებ, რაც უკვე დასრულებული პროექტებისთვის უნდა გადაუხადონ უცხოურ ორგანიზაციებს USAID-ის მეშვეობით.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?