აი ფაქტი: განახლებული სამუშაოები გელათის გუმბათზე – რა რისკები არსებობს?

გელათს გამოზამთრება ისევ დაუცველი სახურავით უწევს. თებერვალში, იმერეთში მოსულმა დიდმა თოვლმა დაფარა როგორც მთავარი, ისე წმინდა გიორგის ტაძრის დაზიანებული სახურავები. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი გვარწმუნებს, რომ მთავარი ტაძრის საკურთხეველი მეორე დღესვე გადათოვლეს. თუმცა, არ გვაქვს გარანტია, რომ ერთი დღის განმავლობაში, თოვლის ნადნობმა წყალმა აფსიდის კრამიტიდან არ გაჟონა და მის ქვეშ არსებული ისტორიული მოზაიკა არ დააზიანა.

“…აფსიდზე თოვლის ფენა ნამქერის სახით დაიდო 25 თებერვლის საღამოდან 26 თებერვლის ჩათვლით, როდესაც დიდი ინტენსივობის თოვას დაერთო ქარიც. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს ადგილზე მობილიზირებული ჰყავდა ჯგუფი, რომელსაც დავალებული ჰქონდა, რომ თოვის გადაღებისთანავე გადაეთოვლა და გაესუფთავებინა საკურთხევლის აფსიდი. აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში გელათში ყინვა -2 -დან -9 გრადუსამდე მერყეობდა და თოვლის დნობას ადგილი ვერ ექნებოდა, ხოლო დღეს დილის 12 საათამდე აფსიდი გადათოვლილი იყო… საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით, ნუ აჰყვება საქმეში გაუთვითცნობიერებელ პირთა მიერ აჟიოტაჟის შექმნის მცდელობას ”, – წერდა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი 28 თებერვალს.

განცხადებაში არც კი უხსენებიათ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის სახურავზეც თოვლი სამი დღის განმავლობაში იდო და არავის გადაუწმენდია. არადა, უკვე მესამე წელია დადასტურებულად ვიცით, რომ ამ ტაძრის კრამიტიც დაბზარულია, ნალექი შიდა სივრცეში აღწევს და მე-16 საუკუნის მხატვრობას აფუჭებს. ამ ფონზე, ეკლესიას დღემდე არ აქვს და უცნობია, როდის ექნება დროებითი გადახურვის კონსტრუქცია. მის გარეშე კი ძველ, დაზიანებულ საფარს ვერ ახდიან და ვერ გამოცვლიან.

ვრცლად აი ფაქტი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?