თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ღამით სროლა იყო. უმისამართო ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შევარდა.
ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს — სავარაუდოდ, რესტორნიდან და ტყვია საცხოვრებელი კორპუსის მე-14 და მე-16 სართულებზე შევარდა.
არავინ დაშავებულა.
“გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, „წისქვილის“ და „თეატრის“ რესტორნების პირდაპირ. ვცხოვრობთ მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო“, — განუცხადა „ფორმულას“ მოქალაქემ, რომლის სამზარეულოსაც ტყვია მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.
გარეკანის ფოტო: მთავარი არხი
