10 მარტს საქართველოს ნაკრებისა და “ჰაიდენჰაიმის” ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე 31 წლის გახდა. დაბადების დღემდე რამდენიმეე საათით ადრე თავის თავს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა და სადებიუტო ბუნდესლიგური გოლიც გაუტანა.
“ჰოფენჰაიმთან” 25-ე ტურში გასვლით ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ჩვენებური მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, 65-ე წუთზე კი ულამაზესი დარტყმით თავი კლუბს ქულა მოუტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რა თქმა უნდა, ბუდუ ძალიან ბედნიერი იყო და თავისი ემოციები Sportschau-ს გაუზიარა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბუნდესლიგაში ჩემი პირველი გოლი გავიტანე. ეს
ოცნების ახდენაა. როდესაც ბავშვი ვიყავი და საქართველოში ვცხოვრობდი, ვოცნებობდი, რომ ტოპ 5 ლიგაში მეთამაშა.
ახლა კი აქ ვარ და გოლი გამაქვს, ეს მართლაც დიდებული გრძნობა და ბედნიერებაა. ასეთი მენტალიტეტით და ბრძოლით თამაში უნდა განვაგრძოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქულებს დავაგროვებთ”, – აღნიშნა ზივზივაძემ.
Sportall.ge-ს სახელით ვულოცავთ ზივზივაძეს დაბადების დღეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.
