ხვიჩა ყალაბეგაშვილი: ჩვენ არასოდეს გავეცით საკადრისი პასუხი ,,კომფორმიზმს”, რაც კვებავს ყველანაირ უმსგავსობას და ახალისებს ძალადიბას

“ეგ სტუდენტები კვლავ დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს, ვისაც ნიჭი აქვს თეატრში და კინოში გაიბრწყინებს… ახლა საზოგადოება უნდა დააკვირდეს სათითაოდ ლექტორებს, ვის რა რეაქცია ექნება და ყველა დადუმებული, სამუდამოდ უნდა დაადუმოს საზოგადოებამ… ჩვენ არასოდეს გავეცით საკადრისი პასუხი ,,კომფორმიზმს”, რაც კვებავს ყველანაირ უმსგავსობას და ახალისებს ძალადიბას…” – წერს სოციალურ ქსელში გამომცემლობა კალმოსანის დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 9 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი სამართალდამცველებმა დააჯარიმეს. სტუდენტების ინფორმაციით, ჯარიმა გამოუწერეს დაახლოებით, 10 სტუდენტს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, სამართალდამცველებმა ისინი შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომელიც 5 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

დღეს, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ