ტაივანის პრეზიდენტმა ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და ჩინეთს დახმარება შესთავაზა

ტაივანის პრეზიდენტმა ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და ჩინეთს დახმარება შესთავაზა, – ამის შესახებ განცხადებას ტაივანის პრეზიდენტი, ცაი ინგ-ვენი ავრცელებს.
„ჩვენ ვლოცულობთ, რომ ყველა დაზარალებულმა საჭირო დახმარება მიიღოს. ტაივანი კატასტროფაზე რეაგირების მცდელობების დროს დახმარებისთვის მზად არის“, – წერს ცაი ინგ-ვენი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, განსუს პროვინციაში მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 111 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი