“აფხაზებისთვის საქართველო ს ალტერნატივა აღარაა” – ვანო აბრამაშვილი

ვანო აბრამაშვილი, კავკასიის საკითხების ექსპერტი და კონფლიქტოლოგი, აფხაზეთში ჩატარებული უკანასკნელი ს ტენდენციებსა და მოსკოვის გაძლიერებულ გავლენაზე საუბრობს. მისი თქმით, კრემლის ასეთი ღია და არაორაზროვანი მხარდაჭერა არცერთ კანდიდატს აქამდე არ ჰქონია, რაც შესაძლოა რუსული კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერების ნიშანი იყოს. გარდა ამისა, ის აფასებს ს შიდა პოლიტიკურ პროცესებს, მოსალოდნელ საზოგადოებრივ რეაქციას და იმ გავლენას, რასაც თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობების დინამიკა კონფლიქტზე მოახდენს.
სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია აფხაზეთში სტაბილურობის შენარჩუნება”
– არის რაიმე ახალი ტენდენცია, რაც ს ახალმა არჩევნებმა გამოავლინა? როგორც მახსოვს, კრემლის ასეთი ღია მხარდაჭერა არცერთ კანდიდატს აქამდე არ ჰქონია. რას ნიშნავს ეს? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვი კიდევ უფრო გააძლიერებს კონტროლს აფხაზეთში?
ასეთი ღია მხარდაჭერა მართლაც იშვიათია აფხაზეთის დე ფაქტო ს ისტორიაში. ეს სიტუაცია ბევრს 2004-2005 წლის პერიოდს ახსენებს, როდესაც ბაღაფში-ხაჯიმბას კანდიდატებს შორის, რუსეთმა აშკარად დაუჭირა მხარი რაულ ხაჯიმბას, თუმცა ამის შემდეგ მსგავსი რამ აღარ გვინახავს. თუმცა, დღეს კრემლმა უფრო დახვეწილი მეთოდები აირჩია. ბადრა გუნბას მხარდასაჭერად რუსეთმა არაერთი მხოლოდ მაღალი დონის შეხვედრა მოაწყო აფხაზეთის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ, და რუსეთის დუმიდან დაწყებული, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნით, თი დამთავრებული, იმართებოდა შეხვედრები. ამასთან, ბადრა გუნბას მთავარი კონკურენტის, ადგურ არძინბას წინააღმდეგ აქტიურად ჩართო პროპაგანდისტული არხები. არძინბას თურქეთის გავლენის აგენტად აცხადებდნენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან გიულენის სკოლა დაამთავრა ჯერ კიდევ 90-იან წლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2022 წლიდან ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ჩვენი ევროინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

თაზო დათუნაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა იმ ხერხს მიმართა, რომელიც მოსკოვში ნაცადია – ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ის პოლიტიკურ სპექტრს ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა

პრემიერი – საქართველოში შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი – გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება