თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა: პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს.
 „როგორც თქვენთვის ცნობილია, გაიმართა ეთიკის კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი. გაცნობებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი“, – წერია შეტყობინებაში, რომელიც სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან მიიღეს.
ადმინისტრაცია სტუდენტებს ეუბნება, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია 3 სამუშაო დღის განმავლობაში რექტორთან წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!