სერია A-ს 28-ე ტურში „ემპოლი“ სახლში „რომასთან“ 0:1 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ 86-ე წუთამდე ითამაშა და whoscored-ისგან თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 7.2 ქულა მიიღო. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 25 მატჩში მიიღო მონწილეობა.
„ემპოლი“ 22 ქულით მე-18 ადგილზეა და 15 მარტს „ტორინოს“ ესტუმრება.
ემპოლი – რომა 0:1
გოლი: სულე (1)
