NGO-ების აშშ-ში გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ ილონ მასკის ახირება არაა, რადგან ულტრამამარცხენე ფლანგიდან დასპონსორებული სტრუქტურები ემსახურებიან მათ პატრონებს და არა საზოგადოების ინტერესებს

NGO-ების -ში გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ ილონ მასკის ახირება არაა, რადგან ულტრამამარცხენე ფლანგიდან დასპონსორებული სტრუქტურები ემსახურებიან მათ პატრონებს და არა საზოგადოების ინტერესებს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის გამოხმაურებას აფასებს, რომელსაც შესანიშნავ იდეად მიაჩნია, რომ “არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებით ამერიკელების პრობლემების 70 პროცენტი მოგვარდება”.
აბაშიძის თქმით, რთული წარმოსადგენი არაა, რომ გლობალისტური, სოროსისტული ძალების მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა ბევრი დისკომფორტი შეუქმნეს ამერიკელებს და არა მხოლოდ მათ. მისივე თქმით, “ჩვენს შემთხვევაში, “დიფ სთეითისა” და მისი განშტოებებით მართულმა რამდენიმე ათეულმა NGO-მ მთლიანად წაბილწა სამოქალაქო საზოგადოების არსი დემოკრატიის განმტკიცების შეუქცევად გზაზე მდგარ საქართველოში”.
“რთული წარმოსადგენი არაა, რომ გლობალისტური, სოროსისტული ძალების მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა ბევრი დისკომფორტი შეუქმნეს ამერიკელებს და არა მხოლოდ მათ. NGO-ების აშშ-ში გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ ილონ მასკის ახირება არაა, რადგან ულტრამამარცხენე ფლანგიდან დასპონსორებული სტრუქტურები ემსახურებიან მათ პატრონებს და არა საზოგადოების ინტერესებს. ჩვენს შემთხვევაში კი, “დიფ სთეითისა” და მისი განშტოებებით მართულმა რამდენიმე ათეულმა NGO-მ მთლიანად წაბილწა სამოქალაქო საზოგადოების არსი დემოკრატიის განმტკიცების შეუქცევად გზაზე მდგარ საქართველოში.”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ