აბუხბაია, აგირბაია, აძინბაია, აქიშბაია, ქეცბაია – აფხაზეთში გალელებს ეროვნებას უცვლიან

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზოგადოებრივმა პალატამ “აფხაზური ეროვნების შესახებ” კანონი დაამტკიცა. ინფორმაციას ე.წ. საზოგადოებრივი პალატის პრესსამსახური ავრცელებს.
კანონის მიხედვით, “აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც აფხაზეთის მოქალაქეობა არ აქვთ და, რომლებმაც თავის დროზე აფხაზური გვარები დაკარგეს, შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი გვარი დაიბრუნონ”.
რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ი წერს, რომ გალის რაიონში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც რეალურად არა ქართული, არამედ აფხაზური გვარები აქვთ. გამოცემის ინფორმაციით, სტალინისა და ბერიას პერიოდში, აფხაზების ნაწილს გვარები ქართულად შეუცვალეს. დე ფაქტო მთავრობას სურს, შემდეგი გვარის ადამიანები აფხაზებად ჩაწერონ: აბუხბაია, აგირბაია, აძინბაია, აქიშბაია, ქეცბაია და ა.შ.
ე.წ. კანონის ავტორის, კან კვარჭიას განცხადებით, ახალი კანონი საშუალებას იძლევა, საკუთარი ეროვნება არა მხოლოდ აფხაზეთში მცხოვრებლებმა, არამედ უცხოეთში მყოფებმაც დაიბრუნონ.
,,ბიემჯი”

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)