“სიტი” ედუარდო კამავინგას გადაბირებას შეეცდება

Football Transfers-ის ცნობით, “სიტი” “რეალიდან” 22 წლის უნივერსალის ედუარდო კამავინგას გადაბირებას შეეცდება.
“ქალაქელებს” მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედნის ცენტრში ილქაი გიუნდოგანისა და ბერნარდო სილვას ღირსეული შემცვლელი იქნება. მანჩესტერელთა მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ასევე ეთანხმება კამავინგას პოტენციურ გადასვლას, ესპანელი დამრიგებელი თვლის, რომ 22 წლის ფეხბურთელს შეუძლია გუნდს ენერგია და მოტივაცია შესძინოს.
ფრანგს “ბლანკოსთან” კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მის სატრანსფერო ღირებულად Transfermaket 80 მილიონ ევროს ასახელებს.
მიმდინარე სეზონში ედუარდო კამავინგამ მადრიდის “რეალის” მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი
საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში