თეატრალურ უნივერსიტეტში მისულმა პოლიციამ სტუდენტები 5000-5000 ლარით დააჯარიმა

9 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პოლიცია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში შევიდა სტუდენტებს 5000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.
თეატრალურ უნივერსიტეტში პროტესტი თითქმის სამ თვეს გრძელდება.
სტუდენტების თანახმად, პოლიცია 9 მარტს ადმინისტრაციამ მას შემდეგ გამოიძახა, რაც მათ ტერიტორიის დატოვება სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების საბაბით სთხოვა.
სტუდენტებმა სანაცვლოდ ალტერნატიული სივრცე მოითხოვეს, თუმცა ამბობენ, რომ ადმინისტრაციამ მათ ზედმეტად პატარა ოთახი შესთავაზა, სადაც ჩასვლაზე უარი თქვეს.
ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ პროტესტის მონაწილე თითოეულ სტუდენტს 5000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა “ქართული ოცნების” მიერ ახლახან მიღებული კანონის საფუძველზე, რომელიც კრძალავს დახურულ სივრცეში არასანქცირებული პროტესტის გამართვას.
თეატრალურ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია რადიო თავისუფლების კითხვებს ჯერჯერობით არ პასუხობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”