“ლივეპრული” ნუნიესის შემცვლელის ყიდვას “ბრაიტონიდან” აპირებს

Empire of the Kop-ის ინფორმაციით, “ლივერპული” “ბრაიტონის” 23 წლის ფორვარდის ჟოაო პედროს შეძენას აპირებს და ის დარვინ ნუნიესის შემცვლელად ჰყავთ შეგულებული.
გავრცელებული ცნობით, “მერსისაიდელები” მზად არიან, პედროსთვის “თოლიებს” 50 მილიონი ევრო გადაუხადონ. “ლივერპულის” ხელმძღვანელებს მოსწონთ ბრაზილიელი ფორვარდის მრავალმხრივი უნარი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ შეტევის ცენტრში, არამედ ფლანგზეც თამაში.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში ჟოაო პედრომ “ბრაიტონში” 24 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში