სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი “აუთლეტ ვილიჯი” 29 მაისს გაიხსნება. თარიღი კომპანიამ რამდენიმე დღის წინ “თბილისი აუთლეტ ვილიჯის” პრეზენტაციის ღონისძიებაზე დააანონსა, სადაც პროექტი ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლები, რომლებიც რამდენიმე თვეში მსოფლიოს სხვადასხვა მოდური მაღაზიებიდან თბილისის აუთლეტ სივრცეში საკუთარ ბრენდებს წარადგენენ. “თბილისი აუთლეტ” ვილიჯის” დამფუძნებლების გეგმები ამბიციურია და ამბობენ, რომ პროექტის მთავარი მიზანი საცალო ვაჭრობის სფეროში ახალი სტანდარტების დამკვიდრებაა.
შოპინგის მოყვარულების ახალ მისამართზე რომელი ბრენდები გამოჩნდებიან ჯერ არ ზუსტდება, თუმცა ცნობილია, რომ “თბილისი აუთლეტ ვილიჯის” პირველი ფაზა 70 ბრენდს და 8 გასტრონომიულ ობიექტს გააერთიანებს.სივრცის შემქმნელები ამ გარემოში რეგიონული მასშტაბის მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავენ და სტუმრების 29 მაისს პირველად მიღებას, მალევე სექტემბერში კიდევ ერთი უფრო მასშტაბური back to SCHOOL კამპანიის ფარგლებში გახსნა მოჰყვება.
“ადგილზე ლაუნჯი მოეწყობა, გვეყოლება ე.წ Personal Shopper-ები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას მისცემენ ჩვენს ვიზიტორებს, რათა ისიამოვნონ ვაჭრობის ახალი გამოცდილებით. კომპანია “ბენესთან” ვთანამშრომლობთ, გვეყოლება “შატლები”, თავისუფლების მოედნიდან და სხვა მნიშვნელოვანი ლოკაციებიდან, რათა სტუმრების ტრანსპორტირება უზრუნველვყოთ. ეიჩარ ფესტივალებს ვგეგმავთ, ჩვენს პარტნიორებს გუნდის დაკომპლექტებასა და მენეჯმენტში დავეხმარებით. გვექნება ვიზიტორების დამთვლელი ინოვაციური სისტემა, ამის დახმარებით ჩვენს პარტნიორებს ზუსტ მონაცემებს შევთავაზებთ” – აცხადებს ნათია ჩიტაია, “თბილისი აუთლეტ ვილიჯის” დირექტორი.
“თბილისი აუთლეტ ვილიჯის” გუნდს, შოპინგ ტურიზმის განვითარების გეგმა აქვს. აუთლეტის სტრატეგიულმა მდებარეობამ ტურისტული ნაკადების ზრდას ხელი უნდა შეუწყოს, მათ შორის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ამბიციური გეგმის ნაწილია ისიც, რომ ქვეყანაში შოპინგის რეგიონული კერა შეიქმნას და თბილისი მოდის გლობალურ რუკაზე “თბილისი აუთლეტ ვილჯთან” ერთად მოინიშნოს.
“ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებელს, როგორც ადგილობრივს, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს, უნიკალური შოპინგ გამოცდილება შევთავაზოთ, ისეთივე, როგორიც არის, მაგალითად, ევროპაში, მსგავსი კონცეფციის აუთლეტებში. ამისთვის მჭიდროდ ვმუშაობთ პარტნიორ ბრენდებთან, რათა მათ სწორად დაინახონ ჩვენი მიზნები” – ამბობს “თბილისი აუთლეტ ვილიჯის” დირექტორი.
“თბილისი აუთლეტ ვილიჯის” პროექტის განვითარების ეტაპი არაერთი სიახლის დანერგვას და ადგილობრივი ბაზრისთვის უნიკალური შეთავაზებების უზრუნველყოფას მოიცავს. მასშტაბური პროექტის სისრულეში მოყვანის გზაზე “თბილისი აუთლეტ ვილიჯის” გუნდმა “თიბისი ბანკთან” პარტნიორობით იარა. ბანკმა პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
“”თიბისი ბანკი” პროექტის იდეის გაჩენის დღიდან “თბილისი აუთლეტ ვილიჯის” აქტიური მხარდამჭერი და პარტნიორია. მიხარია, რომ უკვე თვალს ვადევნებთ ამ განსხვავებული, საინტერესო, მაღალი კლასისა და ხარისხის სავაჭრო სივრცის გახსნის პროცესს. მჯერა, რომ ეს პროექტი საქართველოში საცალო ვაჭრობის სექტორის განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. “თიბისი” სექტორის ლიდერია და გვეამაყება, რომ დღეს არაერთი ჩვენი პარტნიორი კომპანია არის აქ წარმოდგენილი. ამ პროექტში “თიბისის” 40 მილიონ ლარზე მეტი აქვს უკვე ინვესტირებული და მზად ვართ, ბოლომდე მხარი დავუჭიროთ კომპანიას” – აღნიშნავს ლაშა ცინცაძე, “თიბისის” საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის ვიცეპრეზიდენტი.
მსოფლიოს წამყვანი ბრენდები აუთლეტის კონცეფციით საქართველოში “თბილისი აუთლეტ ვილიჯის” სივრცეში ახალ მიზიდულობის ცენტრს ქმნის. პროექტის ორგანიზატორები და პარტნიორები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს სივრცე ქვეყნის სავაჭრო ეკოსისტემაში, როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.
