“30 დღე, 30 აქტივობა” – “პატარა მკვლევრებმა” ახალი პროდუქტი შექმნა

ბავშვის განმავითარებელი სათამაშოების ქართულმა კომპანია “პატარა მკვლევრებმა” მარტის თვიდან გასართობი და საგანმანათლებლო ნაკრები ჩაუშვა გაყიდვაში, რომელიც მშობლებისა და შვილებისთვის 30 დღეზე გაწერილ აქტივობებსა და საჭირო მასალებს აერთიანებს. ახალ პროდუქტზე “ქალების ნარატივში” კომპანიის დამფუძნებელმა, ელენე გაბუნიამ ისაუბრა.
“30 დღე, 30 აქტივობა – ამ პროექტზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ყველაფერი იყო დეტალურად გათვლილი და ნაფიქრი, აქტივობების ნაკრებსაც ეტყობა, რომ ამ ყველაფერში ძალიან დიდი ენერგიაა ჩადებული. პროექტი სატესტოდ 2024 წლის გაზაფხულზე ჩაეშვა და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა.