ჩინეთმა კანადურ აგროპროდუქტებზე ტარიფები დააწესა

“სავაჭრო ომს” რომელიც მეტწილად -ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წამოიწყო, ახალი ფრონტი აქვს: ჩინეთმა $2.6 მილიარდის ღირებულების კანადურ პროდუქციას, მათ შორის, აგრონაწარმსაც, – სოფლის მეურნეობისა და სასურსათო პროდუქტებს, ტარიფები დაუწესა, მანამდე, გასულ წელს ოქტომბერში ოტავამ ახალი სატარიფო პოლიტიკა აამოქმედა ჩინურ ელექტრომობილებზე, ფოლადისა და ალუმინის პროდუქტებზე. კანადამ ჩინური ელექტრომობილების იმპორტი 100%-ით დაბეგრა, ლითონისა და ალუმინის პროდუქტების იმპორტზე კი 25%-იანი ტარიფი დააწესა.
ჩინეთი კანადური პროდუქტის იმპორტზე ტარიფებს 20 მარტიდან აამოქმედებს.
ტარიფები არ გავრცელდება კანოლაზე, რომელიც ჩინეთში კანადის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, რაც, შესაძლოა, მიუთითებდეს ჩინეთის მზაობაზე, სავაჭრო მოლაპარაკებები გამართოს.
100%-იანი ტარიფი კანოლას ზეთისა და ბარდის იმპორტზე გავრცელდება, ხოლო 25%-იანი გადასახადი დაწესდება კანადური აკვაკულტურისა და ღორის ხორცის პროდუქტების იმპორტზე.
ჩინეთი, აშშ-ის შემდეგ, კანადის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2024 წელს ჩრდილოეთ ამერიკის ამ ქვეყნიდან ჩინეთში $47 მილიარდის ღირებულების პროდუქცია გაიგზავნა.
“კანადის მიერ გატარებული ზომები სერიოზულად არღვევს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წესებს, წარმოადგენს პროტექციონიზმის ტიპურ აქტს და ატარებს დისკრიმინაციულ ზომებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ვნებს ჩინეთის ინტერესებსა და უფლებებს”, – ნათქვამია ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის განცხადებაში.