ლატვია ევროკავშირს რუს ტურისტებზე შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ამ კვირაში ჩატარდა, ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რიჰარდს კოზლოვსკისმა ევროკავშირს ს მოქალაქეებზე შენგენის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული.
ევროკომისიის მონაცემების თანახმად, 2024 წელს რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული შენგენის ტურისტული ვიზების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2024 წელს რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულია 565 069 შენგენის ტურისტული ვიზა, რაც 25%-ით მეტია, 2023 წელთან შედარებით. ამ ვიზების 90% ტურისტული მიზნებისთვის გაიცა.
2024 წელს რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ვიზების რაოდენობამ, მთლიანობაში, შენგენის ზონაში გაცემული ყველა ვიზის 5.7% შეადგინა.
კოზლოვსკისის თქმით, თავად ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა ში მოსკოვის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის დასაწყისში შეწყვიტა და არა არსებითი მიზნებით ქვეყანაში მათ შემოშვებაზე უარი განაცხადა.
„უნდა ვაღიაროთ, რომ ჰიბრიდულ ომში ვიმყოფებით. ამიტომ, ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოვუწოდებ, ამ საფრთხეს სერიოზულად მოეკიდოს. ჩვენი მორალური ვალდებულებაა, უარი ვთქვათ ამგვარ მომსახურებაზე“,- აცხადებს ლატვიელი მინისტრი.
აღნიშნული საკითხი ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე, შესაძლოა, კვლავ გახდეს მსჯელობის საგანი.
შენგენის ვიზა არის ნებართვა, რომელიც შენგენის წევრი სახელმწიფოს მიერ გაიცემა და შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტის (მოკლევადიანი ვიზა ) ან შენგენის ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლებას იძლევა. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს ვადას, რომელიც ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 დღეს არ აღემატება. შენგენის ვიზები ამჟამად გაიცემა ევროკავშირის 23 წევრი ქვეყნის, ასევე ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის მიერ.
წყარო: 1 არხი