ISW: რუსები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიაზე შეტევას აგრძელებენ, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ

რუსები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიაზე შეტევას აგრძელებენ, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ, – ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) იუწყება.

ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, რუსულმა არმიამ შეტევა სწორედ ამ მიმართულებით გაააქტიურა,

„რუსული ძალები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიაზე შეტევას აგრძელებენ, თუმცა, სავარაუდოდ, წინსვლას ვერ ახერხებენ.

ამასთან, უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსეთის თავდასხმები კუპიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთით და სინკოვკას მახლობლად (კუპიანსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 9 კმ) მოიგერიეს“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი