თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხომაზე საზღვრის კვეთის საქმეზე მსჯელობენ. სააკაშვილმა განაცხადა:
“მე მინდა, გითხრათ, რომ თქვენს წინაშე ახლა წარვსდექი ნამდვილი მზეთუნახავი. მე ვარ მზეთუნახავი იმიტომ, რომ არ მინახავს მზის სხივი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. უკვე თითქმის 4 წელია ვარ გამოკეტილი იმ ქვეყანაში, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომლის ცის დანახვასაც არ მაღირსებენ და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სასჯელი. თქვენ მსჯით იმისთვის, რომ ჩემი მონატრებული, ჩემი აშენებული ბათუმის მონახულება მომინდა და იმისთვის, რომ ჩემი აშენებული ავტობანით გამოვიარე საქართველო, იმისთვის, რომ ჩემი აშენებული გეზით შექმნილი საბაჟოთი შემოვედი საქართველოში. იმისთვის, რომ ჩემი საყვარელი დედულეთი, ჩემი სამეგრელო მოვინახულე თუნდაც ორიოდე დღით. იმისთვის, რომ ჩემს მშობლიურ თბილისში ჩამოვედი. რა თქმა უნდა, მე ვისჯები იმისთვის, რომ შევაჩერე ჩემს ხალხთან, ჩვენს შეიაარღებულ ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინე 2008 წელს . გადავარჩინე საქართველო ყველაზე უარესს, რაც შეიძლებოდა, დამმართნოდა. ვისჯები იმისთვის, რომ ჩვენს ხალხს ავაცილე თავიდან დიდი პროვოკაცია და 2012 წელს მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება. მე რა მოსაყვანი ვარ, თვით დავით აღმაშენებელი რომ ჩაგვარდნოდათ ხელში, დიდი სიამოვნებით გაასამართლებდით და მიუსჯიდით პატიმრობას, იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ქართულ სახელმწიფოებრიობასთან და განვითარებასთან, ერთიანობასა და სიძლიერესთან, თქვენთვის და თქვენი პატრონებისთვის არის მიუღებელი“
