ევროსაბჭოთა კავშირი აშკარად დაადგა საბჭოთა კავშირის გზას, სადაც სწორედ შეიარაღების რბოლამ საბოლოოდ დააქცია და დაშალა იგი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტუსკის განცხადებას „ევროპა მზად არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს და შეიარაღების რბოლაში დაამარცხოს“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ევროპის მიერ სთვის დაწესებულმა სანქციებმა ანუ მათი აზრით ეკონომიკურმა ბრძოლამ რუსეთი გაამდიდრა.
“როგორც კი გორში სტალინის მუზეუმს დახურავენ, ეგრევე” – აშკარად აკლია ტუსკის ამ განცხადებას. აქამდე ეკონომიკური “რბოლა” და მისი შედეგი – უკვე დავინახეთ: რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული 14 ათასი სანქცია, რამაც ცალკე რუსეთი გაამდიდრა უზომოდ, ცალკე მისი მოსაზღვრე ევროკავშირის სახელმწიფოები. ნუ, გერმანია დააქცია, ხდება ხოლმე – “ტყეს ჭრიან, ნაფოტები სცვივაო”…
ან კიდევ ეს: 2024 წელს რუსეთის მოქალაქეებზე გაიცა 565 ათასი შენგენის ვიზა, რაც 25%-ით აღემატება 2023 წლის მონაცემებს. ეს ალბათ იმისთვის გაკეთდა, რომ ომის პერიოდში “აყვავებული” ევროპის შემხედველი, ომით “დაქცეულ” რუსებს, სახლში დაბრუნებისთანავე ახალი რევოლუცია მოეწყოთ პროტესტის ნიშნად და პუტინის ჩამოგდების მიზნით.
ახლა კი რუსეთთან შეიარაღების რბოლაში დამანახა ან იგივე პოლონეთი, რომელსაც საკუთარ სახლში ამ რბოლასთან დაკავშირებით აშკარად აზრთა სხვადასხვაობა აქვს: ქვეყნის პრეზიდენტი თვლის, რომ ევროპა არაა მზად სამხედრო გამოწვევებისთვის, პრემიერი კი მოუწოდებს ევროპას, კი არ დაეწიოს რუსეთს – არამედ გაასწროს მას შეიარაღების ამ ახალ რბოლაში.
ერთადერთი, რაც გვახარებს – ევროსაბჭოთა კავშირი აშკარად დაადგა საბჭოთა კავშირის გზას, სადაც სწორედ შეიარაღების რბოლამ საბოლოოდ დააქცია და დაშალა იგი. თანაც, ეს გადაწყვეტილება სსრკ-მ თავად მიიღო, ისევე, როგორც ამას ბრიუსელს ტუსკი მოუწოდებს. როგორც ჩანს, ევროფატალური მოვლენები იმაზე ადრე განვითარდება, ვიდრე ეს “პროზექტურის სანიტრებს” წარმოუდგენია…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, მათ აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი ფეიკ ტელევიზიის მხრიდან

სანქციები არსებობს, მათ შორის, დე-ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან, იგი ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ვერავითარი შანტაჟი ვერ ჭრის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე, მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა

რამდენი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი და ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, რაც არასწორია, ეს სტანდარტი დაამკვიდრა რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში, აძლევენ თავშესაფარს ყველა კრიმინალს, თუმცა საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს