მარკო რუბიომ პირდაპირ განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი მასთან დახურული შეხვედრისას რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებას მოითხოვს

-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიოს თქმით, ევროპელი ლიდერები არა მხოლოდ იმას პროგნოზირებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი სულ ცოტა ერთი წელი გაგრძელდებაო, არამედ, ისიც მისი თქმით, ის ევროპელი ლიდერები, რომლებიც საჯარო განცხადებებში თითქოს მშვიდობას უჭერენ მხარს, მასთან დახურულ შეხვედრებზე პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასრულდეს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარის თქმითვე, უკრაინელი მაღალჩინოსნების დამოკიდებულებაც ამ ომის მიმართ მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.
„რუბიომ არ დაასახელა კონკრეტული პოლიტიკოსები, მაგრამ, გასაგებია, რომ ის მეორეხარისხოვან პოლიტიკოსებს არ შეხვდებოდა. ვისაც ხვდება, ისინი არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები – ან ევროპის ქვეყნების ლიდერები, ან, სულ ცოტა, საგარეო საქმეთა მინისტრები. შესაბამისად, ჩანს რომ ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებას ემხრობა,
დღესაც ვკითხულობდი ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე უკრაინელი მაღალი თანამდებობის მქონე პირების განცხადებებს, რომლებიც აღიარებდნენ, რომ მართალია ბრძოლის ველზე წინ მიიწევს, მაგრამ ისეთი ნელი ტემპით, რომ 118 წელი დასჭირდება უკრაინის მთლიანად დასაპყრობადო. ამით თავის დამშვიდება, მაშინ, როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება და ქალაქ-სოფლები ნადგურდება, საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ გაუგებარი უპასუხისმგებლობა და ცინიზმია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს