სირცხვილი იმ ქართველ აგენტებს, რომლებიც ლაშა ტალახაძის დასანქცირებას ითხოვენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ლაშა ტალახაძის მიმართ რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ეხმიანება.
„ამით განვსხვავდებით ჩვენ ოპოზიციისგან, რომ როდესაც ადამიანი დიდი ქართველია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ჩვენ მას პატივს ვცემთ“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ლაშა ტალახაძის მიმართ რადიკალების მიერ გაჟღერებული განცხადებები სამარცხვინოა.
„სამარცხვინოა ს ხელისუფლების საქციელი, ვინც ეს სანქციები დააწესა, მაგრამ განსაკუთრებით სირცხვილი იმ ქართველ აგენტებს, რომლებიც ლაშა ტალახაძის დასანქცირებას ითხოვდნენ. ლაშა ტალახაძე არის ეროვნული გმირი, ხელისგულზე სატარებელი თითოეული ქართველისთვის. მე პირადად მეამაყება, რომ დიდი ხანია ვიცნობ ამ ადამიანს და ჩემს მეგობრად მივიჩნევ. ლაშაზე რა განცხადებებიც მოვისმინეთ ოპოზიციისგან, არის სამარცხვინო.
ამით განვსხვავდებით ჩვენ აგენტურული ოპოზიციისგან, რომ როდესაც ადამიანი დიდი ქართველია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ჩვენ მას პატივს ვცემთ. მაგალითად, ძალიან მიყვარდა ბუბა კიკაბიძე, ვმეგობრობდი მასთან, ძალიან მიყვარს სიმღერები და მის მიერ შესრულებული როლები, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები.ამის მიუხედავად, უბრალოდ წარმოუდგენელია, მე ბუბა კიკაბიძის მიმართ იგივე სიტყვები გავიმეორო, რასაც რადიკალები ლაშა ტალახაძის მიმართ კადრულობენ,“- განაცხადა სოზარ სუბარმა მედიასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

გუნდმა BBC-ის თავის დროზე გასცა დეტალური პასუხი, კონკრეტული, დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა დაეყრდნო მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებას და არა ჩვენს პასუხს, BBC-მ იმოქმედა, როგორც „ფეიკ“ ტელევიზიამ

„ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, მათ აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი ფეიკ ტელევიზიის მხრიდან

სანქციები არსებობს, მათ შორის, დე-ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან, იგი ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ვერავითარი შანტაჟი ვერ ჭრის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე, მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა