ტაივანის პრეზიდენტმა ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და ჩინეთს დახმარება შესთავაზა

ტაივანის პრეზიდენტმა ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და ჩინეთს დახმარება შესთავაზა, – ამის შესახებ განცხადებას ტაივანის პრეზიდენტი, ცაი ინგ-ვენი ავრცელებს.

„ჩვენ ვლოცულობთ, რომ ყველა დაზარალებულმა საჭირო დახმარება მიიღოს. ტაივანი კატასტროფაზე რეაგირების მცდელობების დროს დახმარებისთვის მზად არის“, – წერს ცაი ინგ-ვენი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

შეგახსენებთ, რომ ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, განსუს პროვინციაში მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 111 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს