დგანან და ბოღმისგან აღარ იციან რა გააკეთონ – გურამ მაჭარაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე“

ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, რომ ეს არის აქ, საქართველოში, ჯერ დაწერილი და შემდეგ გადაგზავნილი ესტონეთში,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ს მიერ დასანქცირებულთა სიას აქვეყნებენ და განმარტავენ, რომ ლაშა ტალახაძე აგრესიულობის გამო დასანქცირდა.
მაჭარაშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმე აღარაფერი აქვს, დაფინანსებაც შეუმცირდათ, დგანან და ბოღმისგან აღარ იციან რა გააკეთონ, გადაკვალიფიცირდნენ სა და ბალტიისპირა ქვეყნების ენჯეოებში და ახლა უნდათ, რომ იქიდან შეუტიონ საქართველოს.
„გამჭვირვალობას“, რომ უწოდებს თავის თავს გიგაური და ამ დროს ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაცია, რომ გახდა და არავის არანაირ ინფორმაციას რომ არ აწვდის , აი ეს არის ზუსტად მიზეზი, იმიტომ რომ საქმე აღარაფერი აქვთ, დაფინანსებაც შეუმცირდათ, თუ სულ არ შეუწყდათ და ახლა დგანან და ბოღმისგან აღარ იციან რა გააკეთონ, გადაკვალიფიცირდნენ ესტონეთის და ბალტიისპირა ქვეყნების ენჯეოებში და ახლა უნდათ, რომ იქიდან შეუტიონ საკუთარ ქვეყანას. ვაშინგტონიდან ვეღარ უტევენ იმიტომ, რომ იქ ჩაეჭრათ ეს წყარო, ბრიუსელში არეულ-დარეულობაა და ჯერ თვითონ არიან დასალაგებლები, არ სცალიათ ახლა გიგაურისთვის და ლომჯარიებისთვის, ახლა ესტონეთი მოძებნეს, რატომ?! -იმიტომ, რომ არაერთხელ ითქვა ეს ესტონეთსა და ბალტიისპირა ქვეყნებს გამოცხადებული აქვთ უკვე, მათ შორის ევროპულ ქვეყნებს, რომ ში მშვიდობა ჩვენ არ გვაწყობსო,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, მათ აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი ფეიკ ტელევიზიის მხრიდან

სანქციები არსებობს, მათ შორის, დე-ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან, იგი ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ვერავითარი შანტაჟი ვერ ჭრის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე, მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა

რამდენი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი და ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, რაც არასწორია, ეს სტანდარტი დაამკვიდრა რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში, აძლევენ თავშესაფარს ყველა კრიმინალს, თუმცა საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს