– მშვიდობა უნდა იყოს რეალური და არა მხოლოდ სიტყვა – ის არ შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას

მადლობელი ვარ ემანუელ მაკრონის მკაფიო ხედვისთვის და მშვიდობის მისაღწევად ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისთვის. მშვიდობა უნდა იყოს რეალური და არა მხოლოდ სიტყვა – ის არ შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას ან დაშლას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი, საიმედო და ხანგრძლივი და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი და ხანგრძლივი უსაფრთხოების გარანტიებით – უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის.
„ჩვენ ღრმად ვაფასებთ ყველას ხელმძღვანელობას და ძალისხმევას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და აძლიერებს ევროპის თავდაცვის შესაძლებლობებს. მოუთმენლად ველით ერთობლივ მუშაობას უახლოეს დღეებში მშვიდობისკენ მიმავალ ნაბიჯებზე“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება