პრეზიდენტმა ტრამპმა ჰამასს „ბოლო გაფრთხილება“ მისცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასისგან მოითხოვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი და დააბრუნოს მოკლულთა ცხედრები.
პრეზიდენტმა ტრამპმა 6 მარტს, თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ თუ ჰამასი მოთხოვნას არ შეასრულებს, ეს მისი დასასრული იქნება.
ს თანახმად, ის ისრაელს უგზავნის ყველა საჭირო საშუალებას „სამუშაოს დასასრულებლად“, ამიტომ, თუ მოთხოვნა არ შესრულდება, ჰამასის ვერცერთი წევრი უსაფრთხოდ ვერ იქნება. -ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ეს „ბოლო გაფრთხილებაა“.
დონალდ ტრამპის განცხადებით, სანამ შანსი აქვთ, ჰამასის მეთაურებმა ღაზა უნდა დატოვონ. მან ღაზის სექტორის მცხოვრებთაც მიმართა, რომ „შესანიშნავი მომავალი“ ელოდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძევლებს გაათავისუფლებენ.
ჰამასის მიერ დან 2023 წლის ოქტომბერში გატაცებულ მძევლებს შორის აშშ-ის მოქალაქეებიც არიან.
5 მარტს, თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ აშშ მძევლების გასათავისუფლებლად ჰამასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. მანამდე ვაშინგტონი ჰამასთან პირდაპირ კონტაქტს თავს არიდებდა. მოლაპარაკების დაწყებამდე აშშ-ს კონსულტაციები ჰქონდა ისრაელთან.
აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2025 წლის 19 იანვრიდან ამოქმედდა. რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება ითვალისწინებს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
პირველ ეტაპზე, რომელიც მარტის დასაწყისში დასრულდა, ჰამასმა ისრაელს გადასცა მძევლების და მძევალთა ცხედრების ნაწილი.
· ისრაელმა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის წინააღმდეგ ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
· პალესტინური მხარის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორში დაღუპულია 47 000-მდე ადამიანი. მილიონზე მეტი დევნილად იქცა. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარულ კატასტროფაში აღმოჩნდა. გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში დანგრეული ან დაზიანებულია სახლების 92%.