,, ჩვენი თანამებრძოლების დაუმსახურებელ შეურაცხყოფას არ შეგარჩენთ და ძმრად ამოგადენთ” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას” დამფუძნებელი, სოციალურ ქსელში წერს:
,,ყველა, ვინც ევროპულ საქართველოს ცოლ-ქმრის პარტიას უწოდებს, შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამებრძოლებს – მათ, ვისაც იცნობთ და ვისაც არ იცნობთ.
ცხადია, ჩვენი თანამებრძოლების დაუმსახურებელ შეურაცხყოფას არ შეგარჩენთ და ძმრად ამოგადენთ.
ეს პროპაგანდა, რასაც ოლიგარქი კეზერაშვილის და ბელადი სააკაშვილის მსახურები აქტიურად აწარმოებენ ემსახურება ამ ორი კარიკატურული პერსონაჟისთვის იმ ილუზიის შექმნას, რომ მათი დაკვეთა შესრულებულია და ვინც ბელადს განუდგა, ოლიგარქის “ჯანსაღი რჩევები” უარყო, საკუთარ პრინციპებს უერთგულა და საკუთარ თავთან პირნათელი დარჩა, “განულდა”, მარტოა და იზოლირებულია.
ამ ვირტუალური რეალობის შექმნას ემსახურება მათ მიერ აგებული კორუმპირებული სისტემა და ამ სისტემის ყველა მოსამსახურე (ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად).
პრინციპების ერთგულების გამო პოლიტიკური აქტორების იზოლაციის პრეცედენტის შექმნა ქართული დემოკრატიის პერსპექტივას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
ამიტომ, ამ ორი კარიკატურული პერსონაჟის და მათი მოსამსახურეების მორალურ და პოლიტიკურ განადგურებას და ამ მაგალითის შექმნას, ეროვნულ საქმედ მივიჩნევ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს