ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული ს “საპრეზიდენტო არჩევნებში” გამარჯვებულ ბადრა გუნბას შეხვდა და “გამარჯვება” მიულოცა.
“მიხარია თქვენი ნახვა და მსურს მოგლოცოთ, რა თქმა უნდა, არჩევნებში გამარჯვება: 54,7% აიღეთ 70% აქტიურობის დროს – ეს კარგი შედეგია. გილოცავთ”, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, იმ საკითხების ბოლომდე მოგვარების ბრძანებას გასცემს, რომლებიც “აფხაზეთის მოქალაქეებისთვის” ს მოქალაქეობის აღებასთან არის დაკავშირებული.
რუსული მედიის თანახმად, პუტინის თქმით, მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს “განსაკუთრებული ურთიერთობები” აკავშირებს. ის გუნბას დაჰპირდა, რომ რუსეთი დაეხმარება აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემის მოგვარებაში, რისთვისაც ჰუმანიტარულ მიწოდებებს უზრუნველყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – თავის დროზე რუსთაველზე ოკუპაციას როდიონოვი ცდილობდა და ახლა ბურჭულაძე-როდიონოვები ცდილობენ – უცხოური ძალა რუსი ოკუპანტი იქნება, თუ სხვა, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ხელყოფს, მნიშვნელობა არ აქვს

მარია ზახაროვა – ფრანგმა მესაზღვრეებმა რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და მას კომპიუტერი და ტელეფონი ჩამოართვეს – ამას პასუხის გარეშე არ დავტოვებთ