ლევან ღამბაშიძე: რავი, ჩემ დროს რასაც უბანს ეძახდნენ, იქ გოგოების მცემელს სხვანაირ პასუხს მოსთხოვდნენ

“დღეს ივანიშვილის რეჟიმის დავალებით ორი გოგო ცემეს. აქციებში მონაწილეობის გამო.
ცხვირი გატეხილი, კბილები მორყეული….
აქ მხოლოდ კადიროვშინა შეიძლება ჩამოყალიბდესო, ხომ გაფრთხილებდნენ?
ასეთი რამე გაგიგიათ? პოლიტიკის გამო ქუჩაში ნაცემი გოგოების შესახებ ბოლოს როდის გსმენიათ რამე?
და რეჟიმი რაზეა წამსვლელი მაგასაც ხვდებით? ასეთი ბრძანების გამცემი რა არის და შემსრულებელი რა არის ხვდებით ხო?
და ბონუსად, ერთ-ერთი დამნაშავე დაუჭერია გოგოს და მისმა უბნელებმა გააქციეს.
რავი, ჩემ დროს რასაც უბანს ეძახდნენ, იქ გოგოების მცემელს სხვანაირ პასუხს მოსთხოვდნენ,” – წერს სოციალურ ქსელშ ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: ხვიჩა კვარაცხელია და ლაშა შავდათუაშვილი აზიარებენ ანწუხელიძის გმირობისა და რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების ზუსტ თარიღს 7 აგვისტოს მადლობა მათ ამ თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტებისთვის

თაზო დათუნაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე – 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს