იოავ გალანტი – ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ისრაელი ეტაპობრივად გადავა

ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ისრაელი ეტაპობრივად გადავა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ღაზის სხვადასხვა ტერიტორიების განსხვავებას მალე შევძლებთ. ყველა ტერიტორიაზე, სადაც ჩვენს მიზანს მივაღწევთ, ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად გადავიდეთ შემდეგ ფაზაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაბრუნებლად მუშობა დავიწყოთ. ეს ნიშნავს, რომ ამის მიღწევა უფრო ადრე ჩრდილოეთშია შესაძლებელი“, – განაცხადა იოავ გალანტმა.
-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელს სამხედრო ოპერაციის ვადებსა და პირობებს არ კარნახობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)